header
about

ჩვენ შესახებ

კავკასიონისა და ცივ-გომბორის ქედს შორის 110 კილომეტრზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთამდე გადაჭიმულ მდინარე ალაზნის ზღაპრულ ველზე მდებარეობს მეღვინეობის უძველესი რეგიონი – კახეთი, საკუთარი ენოლოგიური ტრადიციებით, ისტორიით, საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი მევენახეობის კონტროლირებადი ზონებით და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისათვის იდეალური პირობებით. თეთრი და წითელი ყურძნის ჯიშები თანაბრადაა გადანაწილებული 22,500 ჰა ფართობის ვენახებში, რომლებიც ზღვის დონიდან 250-650 მ სიმაღლეზეა გაშენებული. აქ არის 7 ძირითადი ადგილწარმოშობის ზონა. მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე  წინანდლის, ვაზისუბნის, ახაშენისა და მუკუზანის ზონებია შეფენილი, ხოლო კავკასიონის  თვალწარმტაც მთისწინეთში მდებარეობს ნაფარეულის, ყვარელისა და ქინძმარაულის მიკროზონები. ამ ადგილწარმოშობის ადგილებმა  მსოფლიოში სახელი გაითქვეს ელეგანტური თეთრი  და სრულსხეულიანი და  წითელი ღვინოებით. 
ალაზნის ველის მარჯვენა სანაპიროზე მუკუზანის მიკრო ზონაში  მდებარეობს საქართველოში  ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის კომპანია „შატო მუკუზანი“ რომელიც 2014 წელს დაარსდა.  ჩვენს საწარმოში ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია და ინოვაცია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ვინარჩუნებთ რა კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას,  ფეხს ვუწყობთ თანამედროვეობას და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებასთან მეღვინეობის უახლესი მეთოდების ადაპტაციით  ვქმნით ღვინოებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე მომხმარებელს. „შატო მუკუზანი“-ს ღვინოებში განსხეულებულია ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ინდივიდუალობა, მრავალსახეობა და  ჩვენი მისწრაფება -  წარმოვაჩინოთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავლფეროვნების, კლიმატური პირობებისა და ნიადაგების გამორჩეული თანაფარდობა.
ჩვენი საწარმო აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ყურძნის/ღვინის გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარებით, ასევე უჟანგავი მეტალის საფერმენტაციო, შესანახი და სამაცივრე  რეზერვუარებით საერთო ტევადობით 10000 ტონა, ასევე ღვინოს ვაწარმოებთ ტრადიციული მეთოდით ქვევრებში. პარალელურად ვაწარმოებთ დისტილატიდან მიღებულ  ალკოჰოლურ სასმელებს.