ქისი თეთრი მშრალი ღვინო
სექტემბრის ბოლოს ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, გაცივდა +4°C–მდე და შემდეგ გამოიწნეხა პნევმატურ წნეხში. დუღილი წარიმართა მტევნის მარცვლებზე არსებული ბუნებრივი საფუარის მეშვეობით 13-14°C-ზე, რათა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ყურძნის ბუნებრივი სურნელი და არომატი. დადუღების შემდგომ 5 თვის განმავლობაში ღვინო ძველდება საკუთარ ლექზე და სისტემატური დარევით უმჯობესდება მისი სტრუქტურა. მინიმალური ფილტრაციის შემდგომ ღვინო ჩამოისხა. ფერი ღია ოქროსფერი, ხასიათდება ყვავილოვანი და ქისის მდიდარი ტროპიკული ხილის ნოტებით, ასევე ყვავილების და თეთრი ატმის პირველი გემოთი, რომელიც ბუნებრივად გადაიზრდება მანგოს ტონებში და სრულდება ატმის და ანანასისთვის დამახასიათებელი ელეგანტური ტონალობებით. წარმოებული და ჩამოსხმულია შპს „შატო მუკუზანი“-ს მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი მუკუზანი. 750 ml. Alcohol 12,5%