ადგილწარმოშობის ღვინოები
წინანდალი თეთრი მშრალი ღვინო
ყურძენი იკრიფება ხელით სიმწიფის პიკზე. კლერტგაცლილი ყურძენი ცივდება 4-6°C -მდე და ნაზად გამოიწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით, დაწმენდილი წვენი იწყებს დუღილს უჟანგი ფოლადის რეზერვუარებში მკაცრადკონტროლირებად ტემპერატურაზე (15-18°C). დუღილის დასრულების შემდგომ ღვინო რამოდენიმე თვის განმავლობაში გადის დავარგებას ჩვენს მარანში. ღვინო ჩალისფერი მწვანე ანარეკლით, ოქროსფერი ქლიავისა და თეთრი თუთის არომატი სასიამოვნოდ არის შერწყმული ტროპიკული ხილის ტონებთან. გემო მიმზიდველი, უნიკალური, თეთრი თუთისა და ციტრუსების შთამბეჭდავი არომატებით გაჯერებული. სავსე სხეული ღვინის შესანიშნავად გამოხატული თვისებებით. წარმოებული და ჩამოსხმულია შპს „შატო მუკუზანი“-ს მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი მუკუზანი. 750 ml. Alcohol 12%