მუკუზანი წითელი მშრალი ღვინო
სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, 12-15 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო იხსნება სუფთად და გადადის 225 ლიტრიან მუხის კასრებში ვაშლრძემჟავა დუღილის და 6 თვიანი დავარგებისთვის. შემდგომი დავარგება კვლავ გრძელდება უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ხასიათდება მუქი წითელი ფერით, მკვეთრი ალუბლის ტონებით, რომელსაც ფარავს ყავისა და შოკოლადის არომატი. პირველი ყლუპი წვნიანი ალუბლის ასოციაციას იწვევს. ღვინის სქელი, ზეთოვანი სტრუქტურა მშვენივრად ითავსებს ვანილის და დამწვარი მუხის ტონებს. საბოლოო დაგემოვნებისას იგრძნობა მკვეთრი ტანინები. წარმოებული და ჩამოსხმულია შპს „შატო მუკუზანი“-ს მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი მუკუზანი. 750 ml. Alcohol 13,7%