საფერავი წითელი მშრალი ღვინო
ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) მიმდინარე დუღილი, რომლის დროსაც გამოიყენება ნარჩევი საფუარი. 8-10 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო სუფთად იხსნება ლექიდან და გადადის სხვა რეზერვუარში მეორადი (ვაშლრძემჟავა) დუღილისათვის. ღვინის შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის. ხასიათდება მუქი წითელი ფერით, მწიფე ალუბლისა და მაყვლის მკვეთრი არომატებით. დომინირებს ხორციანი, წვნიანი მაყვლის და გადამწიფებული შინდის ტონები, გაჰკრავს ასევე შავქლიავას ჩირის გემო. დაგემოვნება სრული და წვნიანია მწიფე და რაფინირებული ტანინებით. წარმოებული და ჩამოსხმულია შპს „შატო მუკუზანი“-ს მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი მუკუზანი. 750 ml. Alcohol 12.5%